saqarTvelos mdinareebi - yvirila
სათავე | რაჭის ქედი |
სიგრძე | 140 კმ |
აუზის ფართობი | 3630 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 61 მ³/წმ |
მდინარე დასავლეთ საქართველოში, რიონის მარცხენა შენაკადი. სათავეს იღებს რაჭის ქედზე, ძირულას შესართავამდე ხეობაში მიედინება, შემდეგ - დაბლობზე. მდინარის სიგრძე 140 კმ. აუზის ფართობი 3630 კმ². წყლის საშუალო ხარჯი - 61 კუბ.მ/წმ ზესტაფონთან, 90 კუბ.მ/წმ - შესართავთან. ძირითადად საზრდოობს წვიმის წყლებით. ყვირილის აუზში მდებარეობს ჭიათურის მანგანუმის საბადოები. მის ნაპირზე გაშენებულია ქალაქები - საჩხერე, ჭიათურა, ზესტაფონი. ვახუშტი ბაგრატიონი მდ. ყვირილას შესახებ წერს: „გულოვანთას აღმოსავალ-სამჴრით, მცირეს მთას იქით, არს წონა, ადგილი გარმოხუეული მთებითა და შინაგან ვაკე. აქ არს მცირე ტბა. ამას გამოსდის ყვირილა და მიდის, ვითარცა აღვსწერეთ“